სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი (ინგლ. Home video game console) ან უბრალოდ სახლის კონსოლი — ელექტრონული მოწყობილობა განკუთვნილი ვიდეო თამაშებისთვის, რომელსაც არკადული აპარატებისა და სხვა სათამაშო მანქანებისგან განსხვავებით, გეიმერები გამოიყენებენ სახლის პირობებში. სახლის კონსოლები პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლების და მიკროკონსოლების მსგავსად წარმოადგენენ ვიდეო თამაშების კონსოლების ერთ-ერთი სახეობას, თუმცა განსხვავდებიან ზომებით, ტექნიკური შესაძლებლობებითა და სხვადასხვა მახასიათებლებით.