სებუს პროვინცია — ფილიპინების პროვინცია, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ვისაიასის (VII რეგიონი) რეგიონში და შედგება მთავარი კუნძულისა და 167 გარშემორტყმული კუნძულისგან. მისი დედაქალაქია სებუ-სითი, რომელსაც ხშირად „სამხრეთის დედოფალ ქალაქს“ უწოდებენ და ფილიპინების უძველესი ქალაქი და პირველი დედაქალაქია. დედაქალაქი პროვინციის მთავრობისგან პოლიტიკურად დამოუკიდებელი ერთეულია.
სწრაფი ფაქტები დასახლებული პუნქტი, ქვეყანა ...
დასახლებული პუნქტი |
---|
სებუს პროვინცია
|
|
ქვეყანა |
ფილიპინები |
---|
შიდა დაყოფა |
ალკანტარა (სებუ), ალეგრია (სებუ), ალოგინსანი, არგაო, ასტურიასი (სებუ), ბადიანი (სებუ), ბალამბანი, ბანტაიანი (სებუ), ბარილი, ბოლხოონი, ბორბონი (სებუ), კარმენი (სებუ), კატმონი, კომპოსტელა (სებუ), კონსოლასიონი, კორდოვა (სებუ), დაანბანტაიანი, დალაგეტე, დუმანხუგი, ხინატილანი, ლილოანი (სებუ), მადრიდეხოსი (სებუ), მალაბუიოკი, მედელინი (სებუ), მინგლანილია, მოალბოალი, ოსლობი, პილარი (სებუ), პინამუნგახანი, პორო (სებუ), რონდა (სებუ), სამბოანი, სან-ფერნანდო (სებუ), სან-ფრანსისკო (სებუ), სან-რემიხიო (სებუ), სანტა-ფე (სებუ), სანტანდერი (სებუ), სიბონგა, სოგოდი (სებუ), ტაბოგონი, ტაბუელანი, ტუბურანი (სებუ), ტუდელა (სებუ), ალკოი (სებუ), ბოგო (სებუ), Carcar, Danao, Naga, Talisay და Toledo |
---|
კოორდინატები |
10°19′00″ ჩ. გ. 123°45′00″ ა. გ. |
---|
მმართველი |
Gwendolyn Garcia |
---|
დაარსდა |
6 აგვისტო, 1569 |
---|
ფართობი |
4943.72 კმ² |
---|
მოსახლეობა |
3 325 385 (1 მაისი, 2020)[1] |
---|
სასაათო სარტყელი |
ფილიპინების სტანდარტული დრო |
---|
სატელეფონო კოდი |
32 |
---|
საფოსტო ინდექსი |
6000–6053 |
---|
ოფიციალური საიტი |
http://www.cebu.gov.ph/ |
---|
|
|
დახურვა
სებუს აგლომერაცია ან დიდი სებუ დიდი მანილის აგლომერაციის შემდეგ ფილიპინების უდიდესი აგლომერაციაა. აგლომერაციის ცენტრი ქალაქი სებუა, რომელიც ვისაიასის სავაჭრო, კომერციულ, საგანმანათლებლო და სამრეწველო ცენტრის ფუნქციას ასრულებს. სებუ ფილიპინების ყველაზე განვითარებული პროვინციაა და ბოლო პერიოდში მომსახურების, ტურიზმის, ონლაინ ვაჭრობის, ავეჯის დამზადებისა და მძიმე მრეწველობის გლობალურ კერად იქცა. კუნძულ მაკტანზე მდებარე მაკტან-სებუს საერთაშორისო აეროპორტი დატვირთვის მაჩვენებლით ფილიპინების მეორე აეროპორტია.