From Wikipedia, the free encyclopedia
სედერტელიე (შვედ. Södertälje) — ქალაქი შვედეთში, სტოკჰოლმის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წელს მისი მოსახლეობა 64 619 ადამიანს შეადგენდა.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სედერტელიე შვედ. Södertälje | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 59°11′00″ ჩ. გ. 17°38′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1300 | ||
ფართობი | 25,84 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 23±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 64 619 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 2 500 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 08 | ||
საფოსტო ინდექსი | 151 XX | ||
ოფიციალური საიტი | https://www.sodertalje.se/ | ||
ქალაქი სტოკჰოლმიდან 30 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, აქ განლაგებულია სატვირთო მანქანების მწარმოებელი კომპანია Scania AB და წამყვანი ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca.
ახ. წ. 600 წლამდე, მელარენის ტბა ზღვას უკავშირდებოდა. მიწის აწევის გამო, ტბა თანდათან ზღვას მოწყდა.
სახელი ტელიე (Telje) XI საუკუნეში იხსენიება. XVII საუკუნეში, სტოკჰოლმის ჩრდილოეთით დაარსებული ქალაქის სახელისგან გასარჩევად, სახელს წინ დაუმატეს სედერ (Söder სამხრეთი), ახლად დაარსებულ ქალაქს კი ნორ (Norrtälje ჩრდილოეთი).
XVIII საუკუნეში, ჩრდილოეთის დიდი ომისა და ეპიდემიების გამო განადგურებული ქალაქის მოსახლეობა 200 ადამიანს ძლივს აღემატებოდა.
ერაყის ომის დროს, სედერტელიე ბევრი ერაყელი ლტოლვილი გადმოსახლდა, უფრო მეტი, ვიდრე აშშ-სა და კანადაში ერთად.
სხვა მიგრანტები ძირითადად არიან ფინეთიდან, იუგოსლავიიდან და ჩილედან.
Official web of Södertälje
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.