სევერუსები
From Wikipedia, the free encyclopedia
სევერუსები — რომის საიმპერატორო დინასტია 193-235 წლებში. სევერუსების დინასტიას მიეკუთვნებოდნენ:
- ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი (193 - 211)
- კარაკალა (211 - 217)
- გეტა (211 - 212)
- ჰელიოგაბალუსი (218 - 222)
- ალექსანდრე სევერუსი (222 - 235)
სევერუსებმა სამხედრო-ბიუროკრატიული მონარქია შექმნეს. ალექსანდრე სევერუსის გარდა ყველა იმპერატორი სენატის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებდა.