From Wikipedia, the free encyclopedia
სენტ-ჯორჯესი (ინგლ. St. George's) – გრენადის დედაქალაქი, მოსახლეობა 7500 ადამიანი (1999 წელი), ქალაქის აგლომერაციაში ცხოვრობს 33 000 ადამიანი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ძველი ჩამქრალი ვულკანი, სენტ-ჯორჯესს გააჩნია საკუთარი ნავსადგური, რომელსაც ნალისებრი ფორმა აქვს.
დედაქალაქი | |
---|---|
სენტ-ჯორჯესი ინგლ. St. George's | |
ქვეყანა | გრენადა |
კოორდინატები | 12°03′00″ ჩ. გ. 61°45′00″ დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 30 მეტრი |
მოსახლეობა | 7500 კაცი (1999) |
სასაათო სარტყელი | UTC-4 |
ქალაქი არის პოპულარული ტურისტული ადგილი, რაც იზიდავს ათასობით ტურისტს. იგი მნიშვნელოვნად განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქს გააჩნია მდიდარი ისტორია, კულტურა და ბუნებრივი სილამაზე. აქ არის ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტი — სენტ-ჯორჯესი.
სენტ-ჯორჯესი აშენებულია ფრანგების მიერ 1650 წელს. ქალაქში აშენებული სახლების უმრავლესობის სახურავი წითელი ფერის იყო. 1771 წელს აქ მოხდა დიდი ხანძარი, რამაც სახლების უმრავლესობა გაანადგურა. უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შევიდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.