სექცია (გეოლოგია)
From Wikipedia, the free encyclopedia
სექცია — ზოგადი სტრატიგრაფიული სკალის ერთეული. სექციის შესაბამისი ქანები წარმოიქმნება გეოლოგიური ეპოქის განმავლობაში. სექცია გამოიყოფა მისთვის დამახასიათებელი განამარხებული ფაუნისა და ფლორის საფუძველზე. იყოფა გეოლოგიურ სართულებად. რამდენიმე სექცია ქმნის გეოლოგიურ სისტემას.