From Wikipedia, the free encyclopedia
სიტყვა — ბგერათშეერთება, რომელსაც საგნობრივი (ლექსიკური) მნიშვნელობა აქვს. სიტყვა დამოუკიდებელი ენობრივი ერთეულია და ენაში მას ბგერის, ან მარცვლისაგან განსხვავებით (ერთი, ან რამდენიმე) დამოუკიდებელი მნიშვნელობა გააჩნია.
თვითონ სიტყვას ქართულში მრავალი მნიშვნელობა გააჩნია. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მე-4 ტომის (1960 წ.) 1079 გვერდზე მოცემულ განმარტებაში სიტყვის 10-მდე მნიშვნელობას და სიტყვით წარმოებულ მეტად ფრაზეოლოგიას ვკითხულობთ.
გარდა (1.) საგნობრივი მნიშვნელობისა, სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს; (2.) მეტყველება, ენა; (3.) ლაპარაკი, საუბარი; (4.) ნათქვამი, თქმული; (5.) სათქმელი; (6.) საჯარო გამოსვლა, მოხსენება; (7.) პირობა; (8.) ბრძანება, გადაწყვეტილება; (9.) რთული ფუძის მეორე შემადგენელი ნაწილი. ბოლოსიტყვა, წინასიტყვა, ავსიტყვა.
ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“ (თბილისი: მეცნიერება, 1973 წ.) 394/2 გვერდზე „სიტყვა“ მოცემულია ორ მეტყველების ნაწილად, კერძოდ; ზმნისა და არსებითი სახელის სახით.
„ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ (თბილისი, 1985 წ.) მე-9 ტომში (403/2 გვერდზე) მოცემული განმარტების თანახმად, სიტყვა არის ენის ძირითადი სტრუქტურულ-სემანტიკური ერთეული, რომელიც მოლაპარაკეთათვის ფსიქოლოგიურ რეალობას წარმოადგენს. მის განსხვავებულ მხარეებს შეისწავლის ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგი.
ენობრივ ერთეულთა იერარქიაში სიტყვაზე მცირე ერთეულია მორფემა (სიტყვა შედგება ერთი ან მეტი მორფემისაგან, მასზე მსხვილია წინადადება.)
სიტყვის აგებულება სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარია. ამიტომ თითქმის შეუძლებელია ყველა ენისთვის ზოგადი დეფინიციის დადგენა. სადავოა სიტყვის არსებობა ამერიკის ინდიელთა ინკორპორაციულ ენებში, რომლებშიც ე.წ. სიტყვა წინადადების ურთულესი კომპლექსებია. თვით ერთ ენაში გვხვდება განსხვავებული ტიპის სიტყვები. ზოგიერთ ენათმეცნიერულ მიმდინარეობაში (მაგ. ამერიკულ დესკრიფციულ ლინგვისტიკაში) იყო ცდები სიტყვა ძირითადი ენობრივი ერთეულებიდან ამოერიცხათ და ენათმეცნიერულ ანალიზში მისი ადგილი მორფემას დაეკავებინა, მაგრამ ამგვარი ცდები უშედეგო აღმოჩნდა.
გერმანულენოვან ლინგვისტურ სამყაროში მეტად ცნობილი ჰადუმოდ ბუსმანისა და მეცლერის ენათმეცნიერების ლექსიკონები სიტყვას შემდგნაირად განმარტავენ:
სიტყვა არის ენის ძირითადი შემადგენელი ერთეული და ამდენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენათმეცნიერული ცნება-ტერმინიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნების (–„სიტყვა“) დეფინიციის სირთულის გამო მრავალი საკამათო მოსაზრება მოიპოვება, მაინც არსებობს 5 მთავარი მახასიათებელი, რომლითაც სიტყვას განსაზღვრავენ.
სიტყვის, როგორც ყველაზე მცირე და დამოუკიდებელი მნიშვნელობის მტარებლის გაანალიზებისას შეიძლება განვასხვაოთ გარკვეული მორფემები (სიტყვის და ფორმის მწარმოებელი ელემენტი):
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.