სოლომონ მეფის საგანძური
From Wikipedia, the free encyclopedia
„სოლომონ მეფის საგანძური“ — ინგლისელი მწერლის ჰენრი რაიდერ ჰაგარდის სათავგადასავლო რომანი. პირველად გამოიცა 1885 წელს.
სწრაფი ფაქტები სოლომონ მეფის საგანძური, სრული სათაური ...
სოლომონ მეფის საგანძური | |
---|---|
სრული სათაური | King Solomon's Mines |
საერთო სათაური | სოლომონ მეფის საგანძური |
ჟანრი | სათავგადასავლო |
ავტორი | ჰენრი რაიდერ ჰაგარდი |
მშობლიური ენა | ინგლისური |
დაწერილია | ლონდონი |
გამოცემულია | 1885 |
წინა | The Witch's Head |
შემდეგი | Allan Quatermain |
დახურვა
რომანი მოგვითხრობს განძის მაძიებლებზე. აფრიკის თვალუწვდენელ უდაბნოში ჩამალულია განძი. მოთხრობის მთავარი გმირი სპილოებზე მონადირე ალან ქუოტერმენია, რომელთანაც მივა ვინმე ჰენრი კურტისი და სთხოვს გაჰყვეს უდიდეს, მშრალ და ცხელ უდაბნოში დაკარგული ძმის საპოვნელად. ალან ქუოტერმენი უნდა დაეხმაროს მას, სამაგიეროდ კი იგი მიიღებს გამოქვაბულებში ჩამალულ განძს.