![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ad/Antarctic-seas-ka.jpg/640px-Antarctic-seas-ka.jpg&w=640&q=50)
სომოვის ზღვა
ზღვა / From Wikipedia, the free encyclopedia
სომოვის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, როსისა და დიურვილის ზღვებს შორის. ფართობი 1,150,000 კმ². ებჯინება აღმოსავლეთ ანტარქტიდის ვიქტორიას მიწას. ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად განლაგებულია კონტინენტური მეჩეჩის ფარგლებში. ზღვის დასავლეთ ნაწილში სიღრმეები 3000 მ-მდეა. ჩრდილოეთით არის ბალენის კუნძულები. მთელი წლის განმავლობაშია მოტივტივე ყინულები და აისბერგები. სახელი ეწოდა რუსი ოკეანოლოგის მიხეილ სომოვის პატივსაცემად, რომელიც 1955-1957 წლებში ხელმძღვანელობდა პირველ საბჭოთა ანტარქტიკულ ექსპედიციას.
სწრაფი ფაქტები სომოვის ზღვა, ზოგადი ინფორმაცია ...
სომოვის ზღვა | |
---|---|
![]() | |
სომოვის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
ტიპი | განაპირა ზღვა |
ფართობი | 1,150,000 კმ² |
უდიდესი სიღრმე | 3000 მ |
კუნძული | ბალენის კუნძულები |
დახურვა