From Wikipedia, the free encyclopedia
სონგაის იმპერია — სონგაის სახელმწიფო, რომელიც დომინირებდა დასავლეთ საჰელში XV-XVI საუკუნეებში. ის აფრიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერია იყო. იმპერიას სახელი ეთნიკური ჯგუფის, სოგაიელების გამო დაერქვა, რომლებიც იყვნენ მმართველი ელიტა იმპერიაში. სონი ალიმ იმპერიის დედაქალაქი გაოში გადაიტანა, თუმცა სონგაის სახელმწიფო და გაო ჯერ კიდევ XI საუკუნეში არსებობდა. იმპერიის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები იყო ტომბუქტუ და ჯენე, რომლებიც 1468 და 1475 წლებში დაიპრო. თავდაპირველად იმპერიას მართვადა სონის დინასტია (დაახ. 1464—1493), მაგრამ მოგვიანებით ის ასკიას დინასტიამ (1493—1591) ჩაანაცვლა.
სონგაის იმპერია | |||||
გაუქმდა | |||||
| |||||
სონგაის იმპერიის ტერიტორია დაახ. 1500 წელს | |||||
დედაქალაქი | გაო | ||||
ენები | სონგაური | ||||
მთავრობა | იმპერია | ||||
დია (მეფე) | |||||
- | 1464–1492 | სონი ალი | |||
- | 1492–1493 | სონი ბარუ | |||
- | 1493–1528 | ასკია დიდი | |||
- | 1529–1531 | ასკია მუსა | |||
- | 1531–1537 | ასკია ბენკანი | |||
- | 1537–1539 | ასკია ისმაილი | |||
- | 1539–1549 | ასკია იშაქ I | |||
- | 1549–1582/1583 | ასკია დაოუდი | |||
- | 1582–1586 | ასკია მუჰამედი | |||
ისტორია | |||||
- | დამოუკიდებლობა მოიპოვა მალის იმპერიისგან | 1430 | |||
- | შექმნა იმპერია | 1464 | |||
- | დაიწყო სონის დინასტიის მმართველობა | 1468 | |||
- | დაიწყო ასკიას დინასტიის მმართველობა | 1493 | |||
- | იმპერიის დაცემა | 1592 | |||
- | გაუქმდა | 1591 | |||
- | დენდის სამეფო აგრძელებს არსებობას | 1592 | |||
ფართობი | |||||
- | 1500 | 1 400 000 კმ² (540 543 მლ²) | |||
- | 1550 | 800 000 კმ² (308 882 მლ²) | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ბენინი ბურკინა-ფასო გვინეა გვინეა-ბისაუ მალი მავრიტანია ნიგერი ნიგერია სენეგალი გამბია | ||||
XIII საუკუნის მეორე ნახებარში, გაო და მისი ახლომდებარე რეგიონი გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და მან მიიზიდა მალის იმპერიის გაფართოების ინტერესი. მალიმ დაიპყრო გაო XIII საუკუნის ბოლოს და XIV საუკუნის ბოლომდე მისი ჰეგემონიის ქვეშ იმყოფებოდა. მაგრამ როდესაც მალის იმპერიის დაშლა დაიწყო, სონგაიმ აღადგინა კონტროლი გაოზე. შედეგად სონგაის მმართველებმა დასუსტებული მალის იმპერიის ხარჯზე დაიწყო გაფართოება. სონი ალის მმართველობის დროს, სონგაიმ აჯობა მალის იმპერიას ტერიტორიით, სიმდიდრით და ძალაუფლებით. მან მიიტაცა მალის ტერიტორები და მიაღწია უდიდეს წარმატებას. მის შვილი და მემკვიდრე, სონი ბარუ იყო ნაკლებად წარმატებული მმართველი, რის გამოც იგი მამამისის ერთ-ერთმა გენერალმა, მუჰამედ ტურემ ჩამოაგდო ტახტიდან. მას შემდგომში ეწოდა ასკია, რომელმაც დაიწყო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება.
მრავალი შეთქმულებისა და აჯანყების შედეგად, ასკიას მემკვიდრეების დროს ქვეყანა გაუარესების და არასტაბილურობისკენ მიდიოდა. ასკიას ნათესავებმა სცადეს იმპერიის მართვა, მაგრამ პოლიტიკურმა ქაოსმა და რამდენიმე სამოქალაქო ომმა იმპერია ძლიერ დაასუსტა. თუმცა ასკია დაუდის მმართველობის დროს, იმპერიამ გამოცადა სტაბილურობის და სამხედრო წარმატების პერიოდი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.