სოფი ფრანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოფი ფრანგი (ფრანგ. Sophie de France; დ. 27 ივლისი, 1734 — გ. 2 მარტი, 1782), აგრეთვე ცნობილი როგორც მადამ სოფი — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და დედოფალ მარია ლეშჩინსკას შუათანა ქალიშვილი. გარდაცვალებამდე ატარებდა საფრანგეთის ქალიშვილისა და ლუვუას ჰერცოგინიის წოდებას, თუმცა გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.
სწრაფი ფაქტები სოფი ფრანგი, მშობლიური სახელი ...
სოფი ფრანგი | |
---|---|
მშობლიური სახელი | სოფი ფილიპინ ელიზაბეტ იუსტინა დე ბურბონი |
დაბადების თარიღი |
27 ივლისი, 1734 ვერსალი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
2 მარტი, 1782, (47 წლის) ვერსალი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | ლუვუას ჰერცოგინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მშობლები |
მამა: ლუი XV, საფრანგეთის მეფე დედა: მარია ლეშჩინსკა |
ხელმოწერა |
დახურვა