From Wikipedia, the free encyclopedia
სპეციალური ოპერაციების ძალები, სპეცრაზმი ან სპეცდანიშნულების რაზმი — ელიტური სამხედრო ან საპოლიციო ქვედანაყოფი, რომელსაც ევალება სპეციალური ოპერაციების ჩატარება. სპეციალურ ოპერაციები არის მოქმედებები, რომლებსაც ატარებენ სპეციალურად განსაზღვრული, ორგანიზებული, გაწვრთნილი და აღჭურვილი ძალები, რომელთა რიგებს ავსებს შერჩეული პერსონალი და იყენებს სპეციალურ ტაქტიკებსა და მეთოდებს.
მსოფლიოს ისტორიის მანძილზე მრავალ ქვეყანას ჰყავდა ელიტური სამხედრო ქვედანაყოფები, თუმცა დღევანდელი სპეციალური ოპერაციების ძალები მეოცე საუკუნეში წარმოიშვა, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როცა ომში მონაწილე ყველა ქვეყანა აყალიბებდა სამხედრო დანაყოფებს, რომლებიც სპეციალურ ოპერაციებს ატარებდნენ მტრის ზურგში.
სხვადასხვა ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების კომპეტენციაში შედის საჰაერო-სადესანტო ოპერაციები, აჯანყების საწინააღმდეგო მოქმედებები, კონტრტერორიზმი, საიდუმლო ოპერაციები, პირდაპირი სამხედრო მოქმედება, ტყვეთა გათავისუფლება, მაღალი მნიშვნელობის სამიზნის განადგურება ან დატყვევება და სადაზვერვო მოქმედებები.
როგორც წესი, სპეციალური ოპერაციების ძალებს გააჩნიათ ქვეყნის სამხედრო ფორმირებებს შორის საუკეთესო შეიარაღება, აღჭურვილობა და სამხედრო მომზადება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.