From Wikipedia, the free encyclopedia
სტიქსი (აგრეთვე ცნობილი როგორც S/2012 (134340) 1 ან P5) — პლანეტა პლუტონის პატარა ბუნებრივი თანამგზავრი, რომლის არსებობაც მეცნიერებმა 2012 წლის 11 ივლისს გამოაცხადეს. იგი პლუტონის მეხუთე დადასტურებული თანამგზავრია და აღმოჩენილ იქნა პლუტონის მეოთხე თანამგზავრის, S/2011 P 1-ის პოვნიდან 1 წლის შემდეგ.
თანამგზავრი აღმოჩენილ იქნა 2012 წლის 26 ივნისსა და 9 ივლისს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის Wide Field Camera 3-ით გადაღებული ფოტოების შედეგად.[1] აღმოჩენა წინ უსწრებდა კოსმოსურ ზონდ New Horizons-ის ჩამოსვლას, რომელიც გზაშია და ჯერ კიდევ პლუტონის სისტემაში იმყოფება.
ამ ახალი მთვარის აღმოჩენამ გააჩინა ვარაუდი, რომ მზის სისტემის ამ ნაწილში სხვა მრავალი პატარა სხეულიცაა, რომელთა აღმოჩენა რთულია, რადგან შესაძლოა სისტემაში გავლისას მათ ზონდი დააზიანონ.[2]
თანამგზავრის დიამეტრი დაახლოებით 10—25 კილომეტრია.[3][4] ფუგურა შორსაა ვარსკვლავიერი სიდიდისგან და მისი ალბედო სავარაუდოდ 0,35 — 0,04 შეადგენს.[5]
სტიქსის ორბიტული პერიოდი 20,2 ± 0,1 დღეა.[5]
მთვარეთა კომპლექსის სისტემა პლუტონის გარშემო შესაძლოა შორეულ წარსულში პლუტონისა და კოიპერის სარტყლის რომელიმე ობიექტის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.