From Wikipedia, the free encyclopedia
სუეცის კრიზისი (ივრ.: מבצע קדש, მივცა კადეშ; מלחמת סיני, მილხემეთ სინაი, არაბ.: أزمة السويس - العدوان الثلاثي) — ომი ეგვიპტის ტერიტორიაზე 1956 წელს. ეგვიპტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი. აშშ-ს თუმცა არა სამხედრო, მაგრამ მაინც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ეჭირა.
1956 წლის ოქტომბერში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების საფუძველზე, ისრაელი შეიჭრა ეგვიპტეს კუთვნილ სინაის ნახევარკუნძულზე საკუთარი სამხედრო-სტრატეგიული მიზნების რეალიზაციის მიზნით. ამის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გადასხეს დესანტი სუეცის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მეომარი მხარეების დაშორიშორების საბაბით. ამ დროს, მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა კონტროლის აღდგენა სუეცის არხზე, რომლის ნაციონალიზაცია ეგვიპტემ მოახდინა ამ მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს არხი გადაიქცა ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიად მზარდი დასავლეთ ევროპული ეკონომიკისათვის. მისი გავლით ხდებოდა ნავთობის მიწოდება სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებიდან, ხოლო ნავთობი წარმოადგენდა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ კომპონენტს.
შესაბამისად, კონტროლი სუეცის არხზე წარმოადგენდა ევროპაზე გავლენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, აძლევდა მის მფლობელებს დამატებით უპირატესობას უშუალო კონკურენტებთან ურთიერთობებში, საკმაოდ ზრდიდა მათ შანსებს ჰქონოდათ საკუთარი, დამოუკიდებელი ხმის უფლება გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში.
სამხედრო თვალსაზრისით, ბრიტანულ-ფრანგული ინტერვენცია საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ გამოიღო კატასტროფული პოლიტიკური შედეგი, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას ამ ქვეყნების ადგილზე გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების სისტემაში:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.