From Wikipedia, the free encyclopedia
სულიკო ჟღენტი (დ. 22 ივნისი, 1925, სოფელი სამება, ოზურგეთის მაზრა — გ. 3 თებერვალი, 2000) — ქართველი საბჭოთა კინოდრამატურგი. საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). ღირსების ორდენის კავალერი.
სულიკო ჟღენტი | |
---|---|
სულიკო ჟღენტის ძეგლი ბათუმში | |
დაბადების თარიღი |
22 ივნისი, 1925 სამება |
გარდაცვალების თარიღი | 3 თებერვალი, 2000 (74 წლის) |
დაკრძალულია | დიდუბის პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველოს სსრ |
განათლება | საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი |
პროფესია | კინოდრამატურგი |
ჯილდოები |
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967) |
დაიბადა 1925 წლის 22 ივნისს სოფელ სამებაში, 1954 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად სკოლაში, სადაც ასწავლიდა ქართულ ლიტერატურას, გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებსა და მოთხრობებს. დაწერილი აქვს უამრავი სცენარი. გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.