ტირიფისებრნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტირიფისებრნი (ლათ. Salicaceae) — ფოთლომცვივან ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ორსახლიანი ხეები ან ბუჩქებია. აქვთ მარტივი, მორიგეობით განლაგებული ფოთლები, წვრილი, მჭადა ყვავილებად შეკრებილი ყვავილები, კოლოფი ნაყოფი. თესლი „აღჭურვილია“ საფრენი ბუსუსებით. აერთიანებს 3 გვარის (ვერხვი, ტირიფი და ჩოზენია) 700-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი ჰავის სარტყლებში.
სწრაფი ფაქტები ტირიფისებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ტირიფისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Salix caprea | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Salicaceae | ||||||||||||||
გვარები | ||||||||||||||
|
დახურვა
საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია 2 გვარი: ვერხვი და ტირიფი. ამ ოჯახის ზოგ სახეობას, როგორც ადგილობრივს, ისე ინტროდუცირებულს, ფართოდ იყენებენ გამწვანებაში და ქარსაფარ ზოლებად, მერქანს — ქაღალდის, ასანთისა და საფანერო წარმოებაში.
მთელი რიგი სახეობების ქერქი და ფოთლები მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს.