From Wikipedia, the free encyclopedia
„ტომ სოიერის თავგადასავალი“ (ინგლ. The Adventures of Tom Sawyer) — ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის რომანი, რომელიც 1876 წელს გამოიცა და მოგვითხრობს მდინარე მისისიპისთან მცხოვრები ბიჭის, ტომ სოიერის თავგადასავალზე. მოქმედება ვითარდება 1840-იან წლებში, ადგილობრივ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში (რაც განასახიერებს მისურის შტატის ქალაქ ჰანიბალს, მარკ ტვენის მშობლიურ ქალაქს).[2] მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი თითქოს გადაჩრდილა მისმა პრიქველმა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, იგი მიჩნეულია ამერიკული ლიტერატურის შედევრად.
„ტომ სოიერის თავგადასავლები“ | |
---|---|
The Adventures of Tom Sawyer | |
| |
ავტორი | მარკ ტვენი |
გარეკანის მხატვარი | მარკ ტვენი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | სატირა, ფოლკი, საბავშვო რომანი |
გამომცემელი | American Publishing Company |
გამოცემის თარიღი | 1876[1] |
მედია | რბილი და მაგარი ყდები |
გვერდი | 275 (პირველი გამოცემა)[1] |
oclc | 47052486 |
წინამორბედი | The Gilded Age: A Tale of Today |
მომდევნო | ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი და A Tramp Abroad |
„ტომ სოიერის თავგადასავალი“ იყო რომანის დაწერის პირველი მცდელობა მარკ ტვენისგან. რომანი შეიცავს იუმორის, სატირისა და სოციალური კრიტიკის ელემენტებს, რამაც მარკ ტვენი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად აქცია.
მარკ ტვენი წიგნში აღწერს ავტობიოგრაფიულ მოვლენებსაც. ნაწარმოებში ნახსენები არაერთი ადგილი რეალურად არსებობს და ხშირად იწვევს ტურისტებს დასათვალიერებლად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.