ტრანსილვანია
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრანსილვანია (ლათ. Transilvania „ტყის გაღმა მხარე“, რუმ. Ardeal არდიალი, გერმ. Siebenbürgen „შვიდქალაქეთი“, უნგრ. Erdély ერდელი) — უნგრეთისა და რუმინეთის სადავო ისტორიული ოლქი რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით. ჩრდილოეთი ტრანსილვანია ეთნიკურად უფრო მრავალფეროვანია, ამიტომაც, პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის ამ რეგიონმა საკმაო კონფლიქტური პოტენციალი დააგროვა. რეგიონი ცნობილია თავისი გოთიკური სტილის ნაგებობებით, ასევე მას სახელი აქვს განთქმული როგორც „ვამპირების სამშობლო“, რაც მჭიდროდ უკავშირდება ვლად „დრაკულა“ ცეპეშის სახელს, რომელიც აქ მოღვაწეობდა.