From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი კარპატები, ტრანსილვანიის ალპები (რუმ. Carpatii Meridionali) — კარპატების ნაწილი რუმინეთში, პრედიალის უღელტეხილსა და დუნაის რკინის ჭიშკარს შორის. სიგრძე დაახლოებით 300 კმ. დასავლეთით ებჯინება ბანატის მთები. შედგება გრანიტებითა და გნაისებით, აგრეთვე კირქვებითა და ქვიშაქვებით აგებული მაღალმთიანი მასივებისაგან. მაღალ მწვერვალებზე ალპური რელიეფის ფორმებია. სიმაღლე 2543 მ-მდე (მთა მოლდოვიანუ). დასერილია ჟიუს, ოლტის, ჩერნის ხეობებით, რომლებიც მთის ძირში და ვაკე ტერიტორიებზე ქმნიან ფართო გამოზიდვის კონუსებს. სეისმურია. 900-1000 მ-მდე შემოსილია წიფლნარითა და მუხნარით, 1700 მ-მდე უმთავრესად წიწვნარია, ზევით — სუბალპური და ალპური მდელოები. ნავთობის, ქვანახშირის, სუფრის მარილის საბადოები. არის სამთო-კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტები.
სამხრეთი კარპატები | |
---|---|
სამხრეთი კარპატები, მოლდოვიანუ | |
კოორდინატები: 45°30′ ჩ. გ. 24°15′ ა. გ. | |
ქვეყანა | რუმინეთი |
უმაღლესი წერტილი | მოლდოვიანუ |
სიმაღლე | 2543 მ |
სიგრძე | 300 კმ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.