From Wikipedia, the free encyclopedia
ტროპოსფერო (ძვ. ბერძნ. τροπή — „შემობრუნება“, „შეცვლა“ და σφαῖρα — „სფერო“) — დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ნაწილი, რომელშიც სიმაღლესთან ერთად ეცემა ტემპერატურა. ტროპოსფეროს საშუალო სიმაღლეა: პოლარულ განედებში 8-10 კმ, ზომიერში 10-12 კმ, ტროპიკულში 16-18 კმ, ტროპოსფეროს თავზე განლაგებულია სტრატოსფერო, რომლისგანაც იგი გამოყოფილია გარდამავალი ფენით — ტროპოპაუზით. ტროპოსფეროში მოქცეულია ატმოსფეროს ჰაერის მასის 4/5-ზე მეტი. საშუალო ატმოსფერული წნევა ტროპოსფეროს ზედა საზღვარზე ზომიერ განედებში შეადგენს დედამიწის ზედაპირთან არსებული ატმოსფერული წნევის — 1/4-ზე ნაკლებს, ტროპიკულ განედებში — 1/10-ზე ნაკლებს, ტემპერატურის საშუალო ვერტიკალური გრადიენტი შეადგენს 0,6°C-მდე.
ტროპოსფეროს ნაწილს, რომლის ფარგლებში რელიეფის ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში შესაძლებელია წარმოიქმნას და იარსებოს მრავალწლოვანმა თოვლნარებმა და მყინვარებმა ეწოდება — ჰიონოსფერო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.