From Wikipedia, the free encyclopedia
უბანგი (ინგლ. Ubangi) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, მდინარე კონგოს უდიდესი შენაკადი მიედინება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კონგოს რესპუბლიკის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საზღვარზე. წარმოიქმნება მდინარეების უელესა და მბომუს შეერთებით, სიგრძე მდინარე უელეს სათავიდან დაახლოებით 2300 კმ. აუზის ფართობი — 773 ათ. კმ². მიედინება ფართო ხეობაში, ნოტიო ტროპიკულ ტყეში. მდინარე კონგოსთან შეერთებისას ქმნის დელტას (სიგანე 12 კმ.). მაქსიმალური დონე ოქტომბერშია, მინიმალური მარტში, წყლის საშუალო წლიური ხარჯი დაახლოებით 7000 მ³/წმ (მაქს. – 15 ათ. მ³/წმ). სანაოსნოა შესართავიდან 650 კმ-ზე.
უბანგი | |
---|---|
უბანგი ქალაქ ბანგისთან | |
ქვეყანა | კონგოს რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
სიგრძე | 2300 კმ |
აუზის ფართობი | 773 000 კმ² |
უბანგი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.