ამერიკელი გეოგრაფი და გეოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
უილიამ მორის დეივისი (ინგლ. William Morris Davis; დ. 12 თებერვალი 1850, ფილადელფია — გ. 5 თებერვალი 1934, პასადენა) — ამერიკელი გეოგრაფი და გეოლოგი. გეომორფოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
უილიამ მორის დეივისი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 თებერვალი, 1850[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ფილადელფია[7] |
გარდ. თარიღი | 5 თებერვალი, 1934[7] [1] [2] [3] [4] [5] [6] (83 წლის) |
გარდ. ადგილი | პასადენა |
დასაფლავებულია | Mountain View Cemetery and Mausoleum[8] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | გეოლოგი, გეოგრაფი, მწერალი და მეტეოროლოგი |
მუშაობის ადგილი | აშშ-ის გეოლოგიური სამსახური |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ვინიფრედ გოლდრინგი |
დედა | Maria Mott |
შვილ(ებ)ი | Edward Mott Davis[9] |
ჯილდოები | პენროუზის მედალი[10] , ვეგას მედალი, მფარველის მედალი[11] , ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია, კალუმის გეოგრაფიული მედალი, ოსლოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[12] |
1870 წლიდან მუშაობა დაიწყო არგენტინის მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. 1879 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. 1876 წლიდან მუშაობდა იმავე უნივერსიტეტში (1890 წლიდან პროფესორი). ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის დამაარსებელი (1904) და ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1911), მრავალი გეოლოგიური და გეოგრაფიული საზოგადოების, მ.შ. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი.
1890-1915 წლებში მუშაობდა აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში; ჩაატარა გეოლოგიური კვლევითი მუშაობა აშშ-ის სხვადასხვა რაიონსა და სამხრეთ ამერიკის და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. 1903 წელს იმოგზაურა თურქესტანის უდაბნოს რაიონებში. 1890 წელს შეიმუშავა მოძღვრება გეოგრაფიულ ციკლებზე. გამოყო: ნორმალური (მდინარეულ-ეროზიული), მყინვარული, კარსტული, უდაბნოსა და ზღვიური ციკლები. დეივისის შეხედულებამ გეოგრაფიულ ციკლთა შესახებ დიდი როლი ითამაშა გეომორფოლოგიის განვითარებაში. უილიამ მორის დეივისმა შექმნა გეომორფოლოგიური სკოლა და მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ფიზიკურ გეოგრაფიული სწავლების საკითხებს; შეიმუშავა ბლოკდიაგრამებითა და რელიეფის მოდელებით რელიეფის გამოსახვის ახალი ხერხები. ავტორია ტერმინისა პენეპლენი (1889).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.