ულვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ულვა (ლათ. Ulva), ზღვის სალათა — მწვანე წყალმცენარეების გვარი ულვისნაირთა რიგისა. აქვს მთლიანი ან დატოტვილი, ორშრიანი, ფირფიტისებრი მწვანე თალუსი, რომლის სიგრძე 30—150 სმ. უსქესო გამრავლება ოთხშოლტიანი ზოოსპორებით ხდება, სქესობრივი — იზოგამიის ან ანიზოგამიის ტიპისაა, ფართოდაა გავრცელებული ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების ზღვებში. ზოგიერთ ზღვისპირა ქვეყანაში საკვებად ხმარობენ.
სწრაფი ფაქტები ულვა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ულვა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Ulva | ||||||||||
|
დახურვა