ურუბამბა (მდინარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
ურუბამბა (ესპ. Urubamba) — მდინარე პერუს ცენტრალურ ნაწილში.
სწრაფი ფაქტები ურუბამბა, ქვეყანა ...
ურუბამბა | |
---|---|
| |
ქვეყანა |
![]() |
სიგრძე | 725 კმ |
![]() |
დახურვა
სიგრძე 725 კმ. სათავეს იღებს ცენტრალური ანდების წყალგამყოფ მასივზე, ვილკანოტას სახელწოდებით. იგი ტიპური მთის მდინარეა ჭორომებით და ჩანჩქერებით. მიედინება ღრმა კანიონში, ერთვის მდინარე ტამბოს, რის შედეგადაც წარმოიქმნება მდინარე უკაიალი. მდინარის ხეობაში მდებარეობს მაჩუ-პიქჩუ.