![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e8/An_Early_Painting_of_Fath_Ali_Shah.jpg/640px-An_Early_Painting_of_Fath_Ali_Shah.jpg&w=640&q=50)
ფათალი-შაჰი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფათალი-შაჰი (სპარს. فتح على شاه قاجار; დ. 25 სექტემბერი, 1772 — გ. 23 ოქტომბერი, 1834) — ირანის შაჰი ყაჯართა დინასტიიდან (1797–1834). აღა-მაჰმად-ხანის ძმისშვილი. მის გამგებლობაში ფეოდალური შინაომებით დასუსტებული ირანი ევროპული კოლონიალიზმის მსხვერპლი გახდა. არმიაში შემოიღეს ევროპული სამხედრო ორგანიზაციისა და ჯარისკაცთა სწავლის მეთოდები. ფათალი-შაჰმა არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულებები დადო საფრანგეთთან (1807), დიდ ბრიტანეთთან (1801, 1809, 1814), რუსეთთან (1813, 1828). ფათალი-შაჰი ამიერკავკასიის ქვეყნებზე აცხადებდა პრეტენზიას, რომელსაც მოჰყვა 1804-1813 და 1826-1828 წლების ირან-რუსეთის ომები.
სწრაფი ფაქტები ფათალი-შაჰი, მმართ. დასაწყისი: ...
ფათალი-შაჰი | |
---|---|
فتحعلی شاه | |
![]() | |
ყაჯართა ირანის მე-2 შაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 ივნისი, 1797 |
მმართ. დასასრული: | 23 ოქტომბერი, 1834 |
წინამორბედი: | აღა-მაჰმად-ხანი |
მემკვიდრე: | მუჰამედ-შაჰ ყაჯარი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 სექტემბერი, 1772 |
დაბ. ადგილი: | ასტრაბადი, ირანი |
გარდ. თარიღი: | 23 ოქტომბერი, 1834 |
გარდ. ადგილი: | ყუმი, ირანი |
მეუღლე: | აღაბაჯი ხანუმი, ზეინებ ხანუმი, ზიბა ჩეჰრ ხანუმი |
შვილები: | 260 შაჰზადე, 144 გადარჩენილი ვაჟი, 116 ქალიშვილი |
დინასტია: | ყაჯარები |
მამა: | ჰუსეინ–ყული ხან ყაჯარი |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
დახურვა