![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c9/Panicum_capillare_NPS-1.jpg/640px-Panicum_capillare_NPS-1.jpg&w=640&q=50)
ფეტვი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფეტვი (ლათ. Panicum; სულხან-საბა ორბელიანისა და დავით ჩუბინაშვილის მიხედვით — ფაჩქა) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. გვარში 400-ზე მეტი სახეობაა.
ფეტვი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ფეტვი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Panicum | ||||||||||||
|
გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზონებში. საქართველოში გვხვდება 3 სახეობა, მათ შორის დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურულ სახეობას — ჩვეულებრივ ფეტვს (ლათ. Panicum miliaceum), რომელიც იყოფა 5 ქვესახეობად: მეჩხერყვავილედიანი, გადაშლილი, დახრილი, ნახევარკოშტურა, კოშტურა. დანარჩენები უმეტესად ველური ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი მცენარეებია, რომელთაგან ზოგიერთი კულტურაშია და საკვებად იყენებენ.
ჩვეულებრივი ფეტვი ერთწლოვანი მცენარეა. მისი სიმაღლე 70-100 სმ აღწევს. აქვს 4-10 მუხლთშორისიანი მარტივი ან დატოტვილი ღერო, ხაზოვან-ლანცეტისებრი ფოთოლი. სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით განასხვავებენ: ძალიან საადრეოს (60 დღე), საადრეოს (61-80 დღე), საშუალოს (81-100 დღე), საგვიანოს (101-120 დღე) და ძალიან საგვიანოს (120-ზე მეტი დღე). ფეტვი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბურღულე კულტურაა. მარცვალს იყენებენ ფქვილისათვის, ხოლო ფრინველებისა და ღორებისათვის ფეტვის კონცენტრირებულ საკვებს ამზადებენ.