მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 — ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-11 გათამაშება, რომელიც არგენტინაში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 1 ივნისიდან 25 ივნისამდე გრძელდებოდა და მასში 16 ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. არგენტინამ პირველად უმასპინძლა ფიფა-ს მსოფლიო თასის გათამაშებას, ხოლო მასპინძელთა ეროვნულმა ნაკრებმა, სესარ ლუის მენოტის თავკაცობით, ასევე პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.[1]
სწრაფი ფაქტები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 Argentina '78, ← 19741982 → ...
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 Argentina '78 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | არგენტინა |
ქალაქები | 5 |
სტადიონები | 6 |
ტურნირის ვადები | 1 ივნისი – 25 ივნისი |
მონაწილე | 16 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | არგენტინა |
მეორე ადგილი | ნიდერლანდები |
მესამე ადგილი | ბრაზილია |
მეოთხე ადგილი | იტალია |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 1 546 151 (40 688 თამაშზე) |
მატჩები | 38 |
გოლები | 102 (2.68 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | მარიო კემპესი (6 გოლი) |
დახურვა
არგენტინა, რომელმაც ფინალში, „რივერ პლეიტის“ საშინაო სტადიონზე, ბუენოს აირესის „ესტადიო მონუმენტალზე“ დამატებით დროში ნიდერლანდები ანგარიშით 3–1 დაამარცხა, მეხუთე გუნდი გახდა — ურუგვაის, იტალიის, ინგლისისა და დასავლეთ გერმანიის შემდეგ, რომელმაც მასპინძლის რანგში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.