ფიშერის მყინვარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფიშერის მყინვარი (გერმ. Fieschergletscher) — ხეობის მყინვარი ბერნის ალპების სამხრეთ ნაწილში, შვეიცარიის ვალეს კანტონის ტერიტორიაზე. მისი სიგრძე 16 კილომეტრია და ამ მხრივ მეორე უგრძესი მყინვარია ალპებში. მოიცავს 33 კმ²-ს.
სწრაფი ფაქტები ფიშერის მყინვარი ...
გერმ. Fieschergletscher | |
მყინვარის ზედა ნაწილი | |
კოორდინატები: 46°29′52″ ჩ. გ. 8°08′48″ ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ქედი | ბერნის ალპები |
ფართობი | 33 კმ² |
სიგრძე | 16 კმ |
ტიპი | ხეობური |
დახურვა
მყინვარის საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 4 000 მეტრზე მდებარეობს, მწვერვალ ფიშერჰორნის აღმოსავლეთ კალთაზე. დასავლეთით ერწყმის გრიუნჰორნისა და გროს-ვანენჰორნის მთები, აღმოსავლეთით კი ფინსტერაარჰორნი.
ქვემო სექციაში, მყინვარი სამხრეთით მიემართება, გროს-ვანენჰორნისა და ფინსტერაარჰორნის ღრმა ხეობაში. ზაფხულში, როდესაც თოვლის ფენა დნება, მას ნაცრისფერი დაჰკრავს და დაფარულია გარსშემორტყმული ციცაბო მთებიდან ჩამოშლილი კლდეებით. მყინვარის ენის დასასრული ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე მდებარეობს.