სიცილიის მეფე From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანჩესკო I (იტალ. Francesco I; დ. 19 აგვისტო, 1777 — 8 ნოემბერი, 1830) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ვაჟი. ორი სიცილიის მეფე 1825-30 წლებში.
ფრანჩესკო I | |
---|---|
ორი სიცილიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 4 იანვარი, 1825 |
მმართ. დასასრული: | 8 ნოემბერი, 1830 |
წინამორბედი: | ფერდინანდ I |
მემკვიდრე: | ფერდინანდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 აგვისტო, 1777 |
დაბ. ადგილი: | ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 8 ნოემბერი, 1830, (53 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნეაპოლი, ორი სიცილიის სამეფო |
მეუღლე: |
მარია კლემენტინა ავსტრიელი (ქ. 1797 - გარდ. 1801) მარია ისაბელ ესპანელი (ქ. 1802) |
შვილები: |
მარია კაროლინა, ბერის ჰერცოგინია ლუიზა კარლოტა, კადისის ჰერცოგინია მარია კრისტინა, ესპანეთის დედოფალი ფერდინანდ II, სიცილიის მეფე კარლო ფერდინანდო, კაპუას პრინცი ლეოპოლდო, სირაკუზას გრაფი მარია ანტონია, ტოსკანის ჰერცოგინია ანტონიო, ლეჩეს გრაფი მარია ამალია, პორტუგალიის ინფანტა მარია კაროლინა, მონტემოლინის გრაფინია ტერეზა კრისტინა, ბრაზილიის იმპერატრიცა ლუიჯი, აკულიის გრაფი ფრანჩესკო, ტრაპანის გრაფი |
სრული სახელი: | ფრანჩესკო ჯენარო ჯუზეპე |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფერდინანდ I, ორი სიცილიის მეფე |
დედა: | მარია კაროლინა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ფრანჩესკო დაიბადა 1777 წლის 19 აგვისტოს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ვაჟი. აღსანიშნავია, რომ მას ღვიძლ დეიდად ერგებოდა საფრანგეთის ლეგენდარული დედოფალი მარია ანტუანეტა, ლუი XVI-ის მეუღლე, რომელთაც საფრანგეთის რევოლუციისას მოჰკვეთეს თავები.
მისი უფროსი ძმის, კალაბრიის ჰერცოგ კარლოს დაღუპვის შემდეგ ფრანჩესკო ხდება კალაბრიის ჰერცოგიცა და ტახტის მემკვიდრეც.
1796 წელს ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ისა და მარია ლუისა ესპანელის ასული მარია კლემენტინა ავსტრიელი. მართალია მასთან ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, თუმცა 1801 წელს მარია კლემენტინა მშობიარობას გადაჰყვა, უმემკვიდრეობის გამო, 1802 წელს ფრანჩესკო მეორედ დაქორწინდა ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის ასულ მარია ისაბელ ესპანელზე.
ფრანჩესკო და მისი ოჯახი აქტიურ ანტი-ფრანგულ პოლიტიკას აწარმოებდა, რომელიც ნაპოლეონის დამხობისკენ იყო მიმართული. ამ პოლიტიკას აქტიურად იზიარებდნენ არა მხოლოდ ბურბონები და ჰაბსბურგები, არამედ სრულიად ევროპელი მონარქები. 1806 წელს ნაპოლეონი მათ სამეფოში შეიჭრა და ნეაპოლი დაიკავა, ფრანჩესკოს ოჯახი კი სიცილიაში გაიქცა და იქ გამაგრდა. ამავდროულად, ნაპოლეონმა ნეაპოლის მეფედ თავისი ძმა, ჟოზეფი დასვა, ორ წელიწადში ჟოზეფი ესპანეთის მეფედ გადაიყვანა და ნეაპოლი თავის დას, ელიზას მისცა.
1814 წელს, ნაპოლეონ I-ის დამხობის შემდეგ, ვენის კონგრესმა ნეაპოლის სამეფო ფრანჩესკოს მამას დაუბრუნა, რომელმაც 1816 წელს ნეაპოლი და სიცილია ორი სიცილიის სამეფოდ გადააკეთა. ფრანჩესკო ცნობილი იყო თავისი ლიბერალური შეხედულებებით, რის გამოც მიემხრო 1820 წლის სიცილიის რევოლუციას და მის შემდეგ მიღებულ კონსტუტუციასთანაც მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა.
1825 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ფრანჩესკო I ორი სიცილიის მეფე ხდება. როგორც მმართველი, იგი ხალხში არც ისე პოპულარული იყო. იგი სრულიად ღიად და დაუფარავად ცხოვრობდა თავის საყვარლებთან, მეფის აღვირ ახსნილი ცხოვრება კი სამეფო ოჯახს ხალხში ავტორიტეტს უტეხდა. ამასთან მან შემოიყო სიცილიის პოლიცია, რომელიც თავისი კორუფციულობით გახდა ცნობილი. იგი ყველა თავის მოწინააღმდეგეს იჭერდა და საკანში სვამდა. მისი ხანმოკლე მმართველობის დროს გაუარესდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც. ფრანჩესკო I გარდაიცვალა 1830 წელს, 53 წლის ასაკში, მის შემდეგ მისი ვაჟი ფერდინანდ II გამეფდა.
ფრანჩესკოს პირველი ცოლის, მარია კლემენტინა ავსტრიელისგან ჰყავდა მხოლოდ ორი შვილი:
ფრანჩესკოს მეორე ცოლის, მარია ისაბელ ესპანელისგან ჰყავდა თორმეტი შვილი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.