ფუტუნგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფუტუნგი (ჩინ.: 浦东新区) — შანხაის რაიონი, რომელიც მდებარეობს მდინარე ხუანგფუს აღმოსავლეთით, შანხაის ისტორიული ცენტრის მოპირდაპირედ, ფუსიში. რაიონის სახელი ასახავს მის ისტორიულ პიზიციას, როგორც ხუანგფუს „აღმოსავლეთ ნაპირს“, რომელიც ცენტრალური შანხაის ტერიტორიაზე გაედინება. მდინარის მიმდენარე ტერიტორია ამჟამად ცნობილია როგორც ფუტუნგის ახალი ტერიტორია, სახელმწიფოს დონის ახალი ტერიტორია. ეს ფუტუნგის ახალი ტერიტორია აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვამდე ვრცელდება.
რაიონი & ახალი ტერიტორია | |
---|---|
ფუტუნგი 浦东新区 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | შანხაიშანხაი |
შიდა დაყოფა | Weifangxincun Subdistrict, Lujiazui Subdistrict, Zhoujiadu Subdistrict, Tangqiao Subdistrict, Shanggangxincun Subdistrict, Nanmatoulu Subdistrict, Hudongxincun Subdistrict, Jinyangxincun Subdistrict, Yangjing Subdistrict, Puxinglu Subdistrict, Dongminglu Subdistrict, Huamu Subdistrict, Chuanshaxinzhen, Gaoqiao, Beicai, Heqing, Tangzhen, Caolu, Gaohang, Gaodong, Zhangjiang Town, Sanlin, Huinan, Zhoupu, Xinchang, Datuan, Kangqiao, Hangtou, Zhuqiao, Nicheng, Xuanqiao, Shuyuan, Wanxiang, Laogang, Luchaogang Farm, Donghai Farm, Chaoyang Farm, Shanghai Waigaoqiao Free Trade Zone, Jinqiao Economic and Technological Development Zone, Zhangjiang Hi-Tech Park, Jinqiao და Nanhui New City |
კოორდინატები | 31°14′05″ ჩ. გ. 121°30′23″ ა. გ. |
დაარსდა | 1993 |
ფართობი | 1,210.4 კმ² |
მოსახლეობა | 5,599,600 კაცი |
სიმჭიდროვე | 4,600 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+08:00 |
საფოსტო ინდექსი | 200135 |
ოფიციალური საიტი | pudong.gov.cn |
ფუტუმგის ტრადიციული ტერიტორია ამჟამად მოიცავს ლუძიაწუეის ფინანსურ და სავაჭრო ზონას, ასევე შანხაის საფონდო ბირჟასა და შანხაის ცნობილი ნაგებობების დიდ ნაწილს. ამ შენობებს შორისაა: აღმოსავლური მარგალიტის კოშკი, ძინ მაოს კოშკი, შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი და შანხაის კოშკი. ეს თანამედროვე ცათამბრჯენები გადაჰყურებს ფუსის ისტორიულ ნაწილს. ახალი ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი მოიცავს: შანხაის პორტს, შანხაის ექსპოს პარკს და საუკუნის პარკს, ჭანგძიანგის მაღალტექნოლოგიური პარკს, შანხაის ფუტუნგის საერთაშორისო აეროპორს, ძიოუტუანშანის ჭარბტენიანი ტერიტორიების ბუნებრივი ნაკრძალი, ნანხუეის ახალი ქალაქი და შანხაის დისნეის.