From Wikipedia, the free encyclopedia
ქაცვი (ლათ. Hippophae) — ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი მცენარეა ფშატისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1,5-3,5 მ, იშვიათად 10 მ. სიმაღლის ხეა. ფოთლები მორიგეობითია, მოკლე ყუნწებით, ხაზურ-ლანცეტა, ზემოდან მონაცისფრო-მუქი მწვანეა, ქვემოდან მოვერცხლისფრო-თეთრი. ყვავილები ორსახლიანია, სწორი ჯამისებური, უფურცლო ყვავილსაფარით.
ქაცვი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Hippophae | |||||||||||||
|
ნაყოფი წვნიანი, პრიალა, ნარინჯისფერი, ყვითელი ან მოწითალოა, სფეროსებრი ფორმის, სხედან ძალიან მოკლე ნაყოფსამაგრზე, რომელიც სქლად ერთხმის ტოტს.
ქაცვი იზრდება მდინარის ნაპირებზე, მთის ფერდობებზე, ტენიან ადგილებში, სადაც ხშირად ქმნის ძნელადმისადგომ აღმონაცენს. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული ქაცვის მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ხეობებში, სადაც შესაძლებელია მისი მასიურად დამზადება.
ნაყოფები საჭმელად ვარგისია, მომჟავო, მდიდარი ვიტამინებით ანანასის სუნით. შეიცავს 3,5%-მდე შაქარს, 2,6% მჟავებს, 8% ცხიმოვან ზეთებს 300-450 მგ.% C-ვიტამინს, კაროტინს, B1, B2, BC (ფოთლის მჟავა) და E ვიტამინებს. ნაყოფში შემავალი ზეთი მიდის ჭრილობის შემხორცებელი წამლების დასამზადებლად.
ხალხურ მედიცინაში ქაცვის ნაყოფებს იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, კუჭის სამკურნალო და სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებას. გამოიყენება აგრეთვე ქაცვის ფოთლებიც. ისინი შეიცავს 230-260 მგ.% C-ვიტამინს და 10%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს. ნორჩი ყლორტებისა და ფოთლებისაგან იღებენ შავ, ხოლო ნაყოფებიდან – ყვითელ საღებავებს.
იმერეთის სამკურნალო ფლორა დაარქივებული 2007-10-15 საიტზე Wayback Machine.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.