From Wikipedia, the free encyclopedia
ქიმიური ტექნოლოგია — მეცნიერება ნედლეულისა და შუალედური პროდუქტების მასობრივი ქიმიური გადამუშავების პროცესების, მეთოდებისა და საშუალებების შესახებ. ქიმიური ტექნოლოგია თავისი არსებობის პირველ ეტაპზე (XVIII ს-ის ბოლოდან XX ს-ის 30-იან წლებამდე) მხოლოდ ცალკეული ქიმიური წარმოებების, მათი ძირითადი მოწყობილობების, მატერიალური და ენერგეტიკული ბალანსების აღწერით შემოიფარგლებოდა.
თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგიის ძირითადი ამოცანაა ერთიან ტექნოლოგიურ სისტემაში სხვადასხვა სახის ქიმიური გარდაქმნების შერწყმა ფიზიკურ-ქიმიურ და მექანიკურ პროცესებთან. ამავე მეცნიერებას მიეკუთვნება ნედლეულის, ნახევრად ფაბრიკატებისა და მზა პროდუქტის შენახვა, ტრანსპორტირება, საწარმოო პროცესების კონტროლი და ავტომატიზაცია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.