ქუფა
From Wikipedia, the free encyclopedia
ქუფა (არაბ. الكوفة, ელ-ქუფა) — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ბაღდადიდან სამხრეთით 170 კილომეტრში და ნაჯაფიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კილომეტრში. განლაგებულია ევფრატის ორივე სანაპიროზე. 2003 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 110 000 ადამიანს.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, მუჰაფაზა ...
ქუფა الكوفة | |
ქუფის დიდი მეჩეთი, 2014 წელი. | |
ქვეყანა | ერაყი |
---|---|
მუჰაფაზა | ნაჯაფინაჯაფის მუჰაფაზა|ნაჯაფი |
კოორდინატები | 32°02′00″ ჩ. გ. 44°24′00″ ა. გ. |
დაარსდა | 622 |
ცენტრის სიმაღლე | 30 მეტრი |
მოსახლეობა | 110 000 კაცი (2003) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
დახურვა
სამარასთან, ქარბალასთან, კადიმიასა და ნაჯაფთან ერთად ქუფა წარმოადგენს შიიტი მუსლიმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს. ქალაქი იყო ალი იბნ აბუ ტალიბის ბოლო დედაქალაქი. ის დაარსებულია ჰიჯრას პირველ ასწლედში მერე მართლმორწმუნე ხალიფა უმარ იბნ ალ-ხატაბის მიერ.
ქალაქში მდებარეობს VII საუკუნეში აგებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მეჩეთი.