![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/09/Abendsegler-drawing.jpg/640px-Abendsegler-drawing.jpg&w=640&q=50)
ღამურა
From Wikipedia, the free encyclopedia
ღამურა (ლათ. Vespertilio) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი ღამურასებრთა ოჯახისა, მწერიჭამია ხელფრთიანების ქვე რიგიდან. მათი სხეულის სიგრძე 35-103 სანტიმეტრს აღწევს. აქვთ კარგად განვითარებული ყურსარქველი, შედარებით ფართო ფრთები. კუდი თითქმის ჩამჯდარია საფრენ აპკში ან გარეთ რჩება ბოლო ორი მალა. ზურგი ფერად ღია მურა-შავია, მუცელი — ღია მურა-თეთრი. ღამურას გავრცელება თითქმის სრულიად ემთხვევა ღამურასებრთა არეალს. ბინადრობს როგორც ტყეში, ისე გაშლილ ადგილებში. დღისით თავს აფარებს მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, ხის ფუღუროებს, შენობებსა და სხვ. სანადიროდ გამოდის შებინდებამდე. იკვებება მწერებით. შობს 1-2, ზოგრჯერ 3 ნაშიერს. გვარში გაერთიანებულია 116 სახეობა, რომელთგანაც საქართველოში გვხვდება შვიდი.
ღამურა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Vespertilio | |||||||||||||||
სახეობები | |||||||||||||||
გვარში გაერთიანებულია 116 სახეობა | |||||||||||||||
|
ღამურა ხელფრთიანების რიგის ერთადერთი ცხოველია, რომელსაც სრულყოფილი ფრენა შეუძლია. იგი მსოფლიოს ყველა რეგიონში გვხვდება პოლარული და მაღალმთიანი რეგიონების გარდა. ცნობილია, რომ ღამურები დედამიწაზე უკვე 50 მილიონი წელია არსებობენ — იკარონიქტერის სახელით ცნობილი ნამარხი ღამურას თითქმის სრულყოფილი ჩონჩხი ეოცენის პერიოდით თარიღდება. თავითა და სხეულის 8 სმ-იანი სიგრძით ეს ცხოველი იმდენად ემსგავსება თანამედროვე ღამურებს, რომ მეცნიერებს ძალიან ცოტა რამეს თუ ეუბნება ღამურების წარმოშობის ან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინეს ფრენის უნარი. მათი ვარაუდით, ღამურების წინაპარი ხეზე მცოცავი რომელიღაც მწერიჭამია იყო.