From Wikipedia, the free encyclopedia
ყელი — ხმელეთის ვიწრო ზოლი, რომელიც აერთებს ხმელეთის დიდ ნაწილებს, მაგალითად ორ კონტინენტს (სუეცის ყელი) ან 2 ქვეყნის ნაწილს (კავკასიის ყელი), ნახევარკუნძულს კონტინენტთან (პერეკოპის ყელი) ან ყოფს 2 წყალსატევს (მაგალითად: კარელიის ყელი). მასზე ზოგჯერ მოთავსებულია ტბები და სხვა გეოგრაფიული ობიექტები.
ყელი წარმოადგენს სრუტის საპირისპიროს, რომელიც განთავსებულია ხმელეთს შორის და რომელიც აერთიანებს ორ მსხვილ წყალსატევს. ყელი არხების მშენებლობის შესაფერისი ადგილია, რამეთუ მანძილი, რომელიც უნდა დაძლიოს არხმა (რადგან გახადოს შესაძლებელი წყალსატევებს შორის კავშირი) აქ უმცირესია. ამის კარგი მაგალითია სუეცისა და პანამის არხები.
აღსანიშნავია კავკასიის ყელი, რომელშიც იგულისხმება ტერიტორია, რომელიც შავსა და კასპიის ზღვებს შორისაა მოქცეული.
აზიისა და აფრიკის დამაკავშირებელი და ხმელთაშუა ზღვისა და წითელი ზღვის გამყოფი ტერიტორიას სუეცის ყელი ეწოდება, რომლის სიგანე თითქმის 116 კმ-ია. პანამის ყელი აკავშირებს ცენტრალურ ამერიკას სამხრეთ ამერიკასთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.