From Wikipedia, the free encyclopedia
ყინულის გიგანტი — გიგანტი პლანეტა, რომელიც უმეტესად შედგება ყინულებისაგან — წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე აქროლადი ნივთიერებებით, როგორებიცაა: წყალი, მეთანი და ამიაკი. ამის საპირისპიროდ, გაზური გიგანტები წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება.[1] 1990-იანებში ცნობილი გახდა, რომ ურანი და ნეპტუნი გიგანტი პლანეტების ცალკეული კლასი იყო, რომლებიც 20 % წყალბადისაგან შედგებოდა, შედარებისთვის კი გაზის გიგანტებში ამ ელემენტს 90 % უკავია.[1] ეს ნივთიერებები სინამდვილეში ყინული იყო ყინულის გიგანტების ფორმირებისას, მაგრამ ახლა ისინი სხვადასხვა ფაზებში არსებობს, ძირითადად ზეკრიტიკულ სითხეებად.[1] ყინული უმეტესად H2O-სგან შედგება. მეცნიერთა ვარაუდით, ყინულის გიგანტს მეტალური წყალბადი არ აქვს ბირთვში, განსხვავებით გაზური გიგანტისაგან.[1]
დაფიქსირებულია სხვადასხვა ატმოსფერული მოვლენები, როგორებიცაა: პოლარული მორევები, ძლიერი ზონური ქარები და დიდი მასშტაბის ცირკულაცია.[1] არ არსებობს დამაკმაყოფილებელი მოდელი, რომელიც აღწერს, თუ რატომ არსებობს ეს მახასიათებლები.[1] მათი დიდი ზომისა დ ადაბალი თერმული გამტარობის გამო, პლანეტის ინტერიერის წნევა რამდენიმე 100 გპა და რამდენიმე 1000 K-ა. 2012 წლის მარტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წყლის ყინულის გიგანტის მოდელებში გამოყენებული კუმშვადობა 1/3 უნდა ყოფილიყო.[2] ეს მნიშვნელობა გამოსადეგია ყინულის გიგანტების მოდელირებისთვის და მათ შესწავლას ძალიან აადვილებს.[2] ყინულის გიგანტები მოიცავს ურანს, ნეპტუნს და ამ კატეგორიაში რამდენიმე ეგზოპლანეტას.[2]
ყინულის გიგანტებს აქვს გაზის გარსი, რომელიც გაზის გიგანტ იუპიტერისა და სატურნისაზე მცირეა, მაგრამ მაინც სუბსტანციურია (რამდენიმე დედამიწის მასის).[3] ამ გარსების არსებობა კრიტიკულ შეზღუდვას წარმოქმნის: გიგანტი პლანეტები უნდა ჩამოყალიბებულიყო შედარებით სწრაფად, სანამ პროტოპლანეტურ დისკოში გაზი გაიფანტებოდა.[3] დაკვირვებებმა ახალგაზრდა ვარსკვლავთგროვებში არსებულ პროტოპლანეტურ დისკოებზე ცხადყო, რომ გაზის დისკოს სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-10 მილიონი წელიწადი უნდა იყოს.[3]
ურანისა და ნეპტუნის მაგნიტური ველი დახრილი და გადანაცვლებულია.[4] მათი ველის ზომა შუალედურია იუპიტერისა და სატურნის ველებსა და კლდოვანი პლანეტების ველებს შორის: მათი სიძლიერე დედამიწისას 50 და 25-ჯერ აღემატება, შესაბამისად.[4] მიჩნეულია, რომ მათი მაგნიტური ველები წარმოიქმნა იონიზირებული კონვექცირებად გამდნარ ყინულის მანტიაში.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.