From Wikipedia, the free encyclopedia
შაპურ II (ახალი სპარსული : شاپور, Šāpur), ცნობილი როგორც შაპურ II დიდი — ირანის მეათე სასანური მეფე (შაჰი). მისი მმართველობა ირანის ისტორიაში შესულია, როგორც ყველაზე გრძელვადიანი მმართველი, იგი მეფობდა მთელი 70 წლის განმავლობაში 309 წლიდან 379 წლამდე. ის იყო ჰორმზდ II-ის ვაჟი (დაბ. 302–309).
შაპურ II | |
---|---|
სასანიანთა იმპერიის შაჰანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 309 |
მმართ. დასასრული: | 379 |
წინამორბედი: | ადურ ნარსე |
მემკვიდრე: | არდაშირ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 309 |
გარდ. თარიღი: | 379, (70 წლის) |
შვილები: |
შაპურ III ზურვანდუხტი ნარსე |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | ჰორმიზდ II |
დედა: | იფრა ჰორმიზდი |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
მისი მეფობის დროს დაიწყო ქვეყნის სამხედრო აღორძინება და ტერიტორიის გაფართოება, რაც აღნიშნა, როგორც პირველი სასანური ოქროს ხანის დასაწყისი. ამრიგად, იგი შაპურ I- სთან, კავად I- თან და ხოსრო I- სთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სასანური მეფეა. თავის მხრივ, მისი სამი პირდაპირი მემკვიდრე ნაკლებად წარმატებული იყო.
შაპურ II ატარებდა მკაცრ რელიგიურ პოლიტიკას. მისი მეფობის პერიოდში შეიკრიბა ავესტას უძველესი წიგნები, ზოროასტრიზმის წმინდა ტექსტები. ერეტიკოსებს სასტიკად სჯიდა, ხოლო ქრისტიანებს დევნიდა. ეს უკანასკნელი იყო რეაქცია კონსტანტინე დიდის მიერ რომის იმპერიაში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების წინააღმდეგ. შაპურ II, ისევე როგორც შაპურ I, იყო გულმოწყალე ებრაელების მიმართ, რომლებიც ცხოვრობდნენ შედარებით თავისუფლებაში და სარგებლობდნენ ბევრი პრივილეგიებით. შაპურის გარდაცვალების დროს სასანური იმპერია იყო ძლიერი , ვიდრე ოდესმე, მისი მტრები აღმოსავლეთით სრულად დამარცხებულნი იყვნენ, ხოლო სომხეთი სრულად ემორჩილებოდა ირანს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.