From Wikipedia, the free encyclopedia
შარლოტ ბელგიელი (სრული სახელი ფრანგ. Marie Charlotte Amélie Augustine Victoire Clémentine Léopoldine; დ. 7 ივნისი, 1840 — 19 იანვარი, 1927) — ბელგიის პრინცესა. გათხოვების შემდეგ მექსიკის იმპერატორის მეუღლე.
შარლოტ ბელგიელი | |
---|---|
Charlotte de Belgique | |
მექსიკის იმპერატორის მეუღლე | |
მმართ. დასაწყისი: | 10 აპრილი 1864 |
მმართ. დასასრული: | 19 ივნისი 1867 |
წინამორბედი: | მონარქია აღდგა |
მემკვიდრე: | მონარქია გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 7 ივნისი 1840 |
დაბ. ადგილი: | ბრიუსელი, ბელგია |
გარდ. თარიღი: | 19 იანვარი 1927 |
გარდ. ადგილი: | მეისე, ბერლინი |
მეუღლე: | მაქსიმილიან I |
სრული სახელი: | Marie Charlotte Amélie Augustine Victoire Clémentine Léopoldine |
მამა: | ლეოპოლდ I |
დედა: | ლუიზა მარია ორლეანელი |
შარლოტ ბელგიელი იყო მეფე ლეოპოლდ I-ის და მისი მეორე ცოლის, ლუიზა მარია ორლეანელის ერთადერთი ქალიშვილი. მას სახელი შარლოტი მამის, ლეოპოლდის გარდაცვლილი მეუღლის, შარლოტ ავგუსტა უელსელის პატივსაცემად დაარქვეს. პრინცესა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას, ალბრეხტ საქსენ-კობურგ-გოტელს და ფერდინანდო II-ს ბიძაშვილად ეკუთვნოდა.
1857 წლის 27 ივლისს შარლოტი დაქორწინდა იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის უმცროს ძმაზე, ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ზე. იმპერატორმა მაქსიმილიანი ლომბარდო-ვენეციის სამეფოს მმართველად დანიშნა და ცოლ-ქმარი რამდენიმე წლით იტალიაში გაემგზავრა.
1863 წელს საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის დახმარებით მაქსიმილიანმა მოიპოვა მექსიკის იმპერატორის ტიტული და გვირგვინი. მექსიკაში ჩასვლის შემდეგ 1864 წელს ცოლ-ქმარი ტახტზე ავიდნენ და დარჩნენ მეხიკოში საცხოვრებლად, სადაც რეზიდენციად შაპულტეპეკის სასახლე აირჩიეს. პოლიტიკურად არამდგრადი მდგომარეობის გამო შარლოტი ევროპაში დაბრუნდა, სადაც ქმრისათვის დახმარების მოძებნას შეეცადა. თუმცა მისი მცდელობა ამაო გამოდგა, რადგან მას აღმოაჩნდა შიზოფრენიის სიმპტომები და ძლიერი სტრესი. მექსიკაში ის აღარ დაბრუნებულა. სამწუხარო ცნობებმა მექსიკიდან და მისმა წარუმატებელმა მისიამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეარყია. ის შიზოფრენიით იტანჯებოდა და ცხოვრების უკანასკნელი წლები ბრიუსელის ციხესიმაგრეში გაატარა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. შარლოტ ბელგიელი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ შეიტყო 1867 წელს თავისი ქმრის დახვრეტის შესახებ. შარლოტსა და მაქსიმილიანს არ ჰყავდათ შვილები.
გადმოცემის თანახმად, 1866 წელს შარლოტი შეხვდა ბელგიელ ოფიცერს, ალფრედო ვან დერ სმისენს და მათი კავშირის შედეგად გაჩნდა მომავალი ფრანგი გენერალი მაქსიმი ვეიგანი. თავად ვეიგანი ამ ინფორმაციის დადასტურებაზე უარს ამბობდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.