From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორის მეუღლე ჩაბი (დ. 1227 — გ. 1281) — ჩინეთის იმპერატორის მეუღლე იუანის დინასტიიდან. მონღოლეთის ხანის და მთელი ჩინეთის იმპერატორის, ყუბილაი ხანის მეუღლე.
„მონღოლეთის საიდუმლო ისტორიის“ მიხედვით, ჩაბი ყუბილაის ფავორიტი ცოლი და არაოფიციალური მრჩეველი იყო მისი მმართველობის განმავლობაში. ის ხელოვნების მოყვარული იყო, რის გამოც შესაძლოა მას დიდი წვლილი მიუძღვის ვენეციელი მოგზაურის, მარკო პოლოს წარმატებაში. არსებობდა იმის ეჭვიც, რომ მისი დედამთილის, სორჰატანის მსგავსად, ისიც ქრისტიანი იყო.
დედოფალი ჩაბი სიმბოლურად განასახიერებდა ქალის დიდ როლს მონღოლეთის კულტურაში. როგორც ყუბილაის მეუღლეს და მრჩეველს, ჩაბი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური გავლენა ჰქონდა, განსაკუთრებით ჩინეთის მასების შერიგებისას. ჩაბიმ ხელი შეუწყო ბუდიზმის მაღალ დონეზე განვითრებას მთავრობაში. სამხრეთ ჩინეთის საიმპერატორო ოჯახის დასამშვიდებლად, ჩაბი მათ უკეთესი მოპყრობას პირდებოდა. ის ასევე დაეხმარა ყუბილაის აეცილებინა მონღოლეთის საძოვრებზე მოსახლე ჩინელ ხალხთან ბრძოლა, რაც მათთან საუბრით და პატივისცემით შეძლო. ჩაბის დახმარებით, ყუბილაიმ შეძლო დაემორჩილებინა მისი პატივმოყვარე ძმა, ჩინეთის აზნაურობა და გლეხობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.