ციკლოპი (პერსონაჟი)
From Wikipedia, the free encyclopedia
სკოტ სამერსი (ციკლოპი ) — Marvel Comics-ის პერსონაჟი, იქს-ადამიანთა გუნდის საველე ლიდერი, რომელიც შექმნა მწერალმა სტენ ლიმ მხატვარ ჯეკ კირბისთან ერთად. იგი პირველად გამოჩნდა იქს-ადამიანები პირველივე ნომერში (1963 წლის სექტემბერი). თავდაპირველად მას მოიხსენიებდნენ, როგორც სლიმ სამერსს. მესამე ნომრისთვის მისი სახელი შეიცვალა როგორც სკოტი და სლიმი დარჩა მეტსახელად. მას, როგორც მუტანტს, შეუძლია თვალებიდან გამოისროლოს გამანადგურებელი სიძლიერის მქონე წითელი ენერგიის ნაკადი. სკოტს არ შეუძლია გააკონტროლოს მისი ზეთვისება და თვალების ყოველი გაღებისას ავტომატურად იყენებს მას, ამიტომ ციკლოპი ყოველთვის ატარებს სპეციალურ ”სათვალეს”, რომელიც ბლოკავს ენერგიის ნაკადს და მუტანტთან ურთიერთობას ყველასათვის უსაფრთხოს ხდის. ეს ძალა მას საშუალებას აძლევს იყოს იქს–ადამიანების იდეალური ლიდერი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ციკლოპი. |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ციკლოპი | |
---|---|
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა | იქს–ადამიანები #1 1963 წლის სექტემბერში. |
ავტორ(ებ)ი | სტენ ლი, ჯეკ კირბი |
დახასიათება | |
ალტერ ეგო | სკოტ სამერსი |
სახეობა | ადამიანი-მუტანტი |
ფსევდონიმები | ”გამხდარი”; უწინ სლიმ დეისფრინგი, მუტანტი 007, წითელი ერიკი. |
მოკავშირეები |
იქს-ადამიანები თორმეტი იქს–ფაქტორი იქს–ტერმინატორები |
შესაძლებლობა | ლაზერული ბლასტების გატყორცნა თვალებიდან |
ის არის ჩარლზ ქსავიეს გუნდის თავდაპირველი ხუთეულის პირველი წევრი, პირველი იქს–ადამიანი. დასაწყისიდანვე მას დიდი როლი ენიჭება იქს–ადამიანებსა და მის მონათესავე კომიქსებში. პრაქტიკულად ციკლოპი განასახიერებს არა მარტო ჩარლზ იქსავიერის ერთგულ სტუდენტს, არამედ ადამიანს, რომელსაც სჯერა მისი ოცნების(ადამიანებისა და მუტანტების თანასწორობის შესახებ). იქსავიერმა იცის, რომ სკოტი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა და მას უყურებს, როგორც მამა შვილს.
ტრილოგიაში "იქს–ადამიანები" ციკლოპს განასახიერებს ჯეიმზ მარსდენი და ტიმ პოკოკი ფილმში იქს-ადამიანების წარმოშობა:სამურავი.