წაბლარასწყალი
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
წაბლარასწყალი — მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მწვერვალ მეფისწყაროს მახლობლად ზღვის დონიდან 2475 მ სიმაღლეზე, ერთვის ხანისწყალს. სიგრძე 29 კილომეტრი, აუზის ფართობი 230 კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6,16 მ³/წმ.
სწრაფი ფაქტები წაბლარასწყალი, ქვეყანა ...
წაბლარასწყალი | |
---|---|
წაბლარასწყალი სოფ. წაბლარასხევთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°49′15″ ჩ. გ. 42°41′17″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | მწვერვალი მეფისწყარო |
სათავის სიმაღლე | 2475 მ |
შესართავი |
ხანისწყალი 42°01′15″ ჩ. გ. 42°49′56″ ა. გ. |
სიგრძე | 29 კმ |
აუზის ფართობი | 230 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 6,16 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
დახურვა
მდინარე იკვებება თოვლისა და წვიმის წყლებით, აგრეთვე მიწისქვეშა წყლებით. დინება მერიდიანულია, მდინარეს ერთვის საკალმახეს წყალი, საკონდახი, ბოსტანია, საირმის ღელე და სხვა. ეს შენაკადები გამოედინებიან ლაბოროტის ქედიდან და მოედინებიან აღმოსავლეთისაკენ.