From Wikipedia, the free encyclopedia
წათე I — ეგრისის მეფე VI საუკუნის 20-იან წლებში. მის დროს ეგრისში პოლიტიკური გავლენისათვის ერთმანეთს ეცილებოდნენ ბიზანტიის იმპერია და სასანიანთა იმპერია. იმპერატორ იუსტინე I-ის დროს უარყო ქრისტიანობა და ირანელთა მხარეს გადავიდა, მაგრამ შაჰმა კავად I-მა მას დახმარება ვერ გაუწია. ამის გამო, წათე იძულებული გამხდარა კვლავ დაბრუნებოდა ქრისტიანობას. ამ მიზნით იგი ჩავიდა კონსტანტინოპოლში. ამ ამბავმა ძალიან გაახარა იმპერატორი, მან მოანათვლინა წათე და შვილად გამოაცხადა. 523 წელს წათემ ბიზანტიაში შეირთო ბერძენი დიდმოხელის, პატრიკოს ნომეს ასული ვალერიანე. სამეფო გვირგვინით, ძვირფასი სამოსლითა და მრავალი საჩუქრით დატვირთული წათე სამშობლოში დაბრუნდა.
ირანის შაჰი ამ ამბავმა ძალიან განარისხა. იგი წათეს გადაბირებაში ბიზანტიის იმპერატორს ადანაშაულებდა, ამიტომ მან ლაშქარი გამოგზავნა ეგრისში მეფის დასასჯელად, მაგრამ იმპერატორმა იუსტინემ წათეს დასახმარებლად დიდი ჯარი გამოგზავნა სამი სარდლის მეთაურობით და ეგრისელებმა უკუაგდეს ირანელთა ლაშქარი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.