ხალისკოს შტატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხალისკო — მექსიკის შტატი, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. მას ესაზღვრება შემდეგი შტატები: ჩრდილო-დასავლეთით - ნაიარატი, ჩრდილოეთით - საკატეკასი, აგუასკალიენტესი და სან-ლუის-პოტოსი. სამხრეთით - მიჩოაკანი. შტატი მეოთხეა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატებს შორის.
სწრაფი ფაქტები
დროშა | გერბი |
ქვეყანა | მექსიკა |
დედაქალაქი: | გვადალახარა |
მუნიციპალიტეტი | 125 |
უდიდესი ქალაქი | გვადალახარა |
შექმნის თარიღი | 23 დეკემბერი 1823 |
გუბერნატორი | ემილიო გონსალეს მარკესი |
ფართობი | 79 085 კმ² |
მოსახლეობა (2005) | 7 000 000 |
დროის სარტყელი | CST (UTC-6) |
დახურვა
ხალისკო მექსიკის შტატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია კულტურის, ეკონომიკის და ვაჭრობის დონის მიხედვით. შტატის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია და შეესაბამება მაგალითად ესპანეთის ან იტალიის ცხოვრების დონეს. დედაქალაქია გვადალახარა, რომლის მეტროპოლიტენიც უმსხვილესია მექსიკაში მეხიკოს მეტროპოლიტენის შემდეგ და მოიცავს ახლომდებარე მუნიციპალიტეტებსაც – ხუანაკატლანს, ელ-სალტოს, ტლაკუეპაკს, ტონალას, საპოპანს.