ხანდო (მხარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
ხანდო — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი არაგვის ხეობის ერთ-ერთი მცირე კუთხეა, რომელსაც ხშირად მთიულეთის ნაწილად მოიხსენიებენ.
ტერმინს „ხანდო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ხანდო. |
მდებარეობს არაგვის ხეობაში, მთიულეთის სამხრეთით. იგი შედგება ერთმანეთის გვერდით მდებარე ორი ხევის - ხანდოსწყლისა და სოდევე-მეჯილაურთას წყლისაგან. ორივე ეს მდინარე ლომისის მთიდან გამოდის და ერთმანეთს სოფელ წინამხართან უერთდებიან. ხანდოს საზღვრები ასეთია: ჩრდილოეთით მას მთიულეთი ესაზღვრება, დასავლეთით - ცხრაძმისხევი, სამხრეთით და აღმოსავლეთით - ჭართალი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხანდოს ტერიტორია შედის დუშეთის მუნიციპალიტეტში.
ხანდოელები მეტყველებენ ქართლურ დიალექტზე. 1746 წლის საისტორიო საბუთში, რომელშიც ჩამოთვლილია არაგვის ხეობის მხარეები, ხანდო და ჭართალი ცალკეა მოხსენიებული. ხანდოსა და ჭართალში სათემო სალოცავებთან ერთად სათემო ცენტრალური სალოცავებიც არსებობდა.