დაბა საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ხარაგაული (დაბა ორჯონიკიძე — 1949-1989 წლებში) — დაბა საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
დაბა | |
---|---|
ხარაგაული | |
ხარაგაულის ცენტრი | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°01′00″ ჩ. გ. 43°12′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1870 |
ადრეული სახელები |
ბელაგორი (XIX საუკუნე) ხარაგაული (1949 წლამდე) ორჯონიკიძე (1949-1989) |
ამჟამინდელი სტატუსი | 1944 |
ფართობი | 2,04 კმ² |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1965[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | +995 433[2] |
საფოსტო ინდექსი | 5600[3] |
ხარაგაული მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე, ვიწრო და ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 280―400 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 198 კილომეტრით (რკინიგზით 160 კმ).
ხარაგაულში ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავაა, იცის ზომერიად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,2 °C, იანვარში 3,2 °C, ივლისში 22,6 °C, აბსოლუტური მინიმუმია -22 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 40 °C. ნალექები 1360 მმ წელიწადში.
2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1965 ადამიანი.
ხარაგაული ჩაისახა როგორც რკინიგზის სადგური XIX ს. 70-იან წლებში ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით და შეიძინა ადმინისტრაციული, ხოლო შემდგომ სამეურნეო ფუნქცია. ერქვა ბელაგორი, შემდეგ მიიღო სახელი ხარაგაული. იყო თემის ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები საკუთრივ ხარაგაული, პატარა ხარაგაული, ჯაფარაული, ჩხერი, თეთრაწყარო. დაბის სტატუსი მიიღო 1944 წელს. 1949 წლის 21 ივლისიდან ეწოდა დაბა ორჯონიკიძე[5]. 1976 წელს მოსახლეობა შეადგენდა 3,2 ათას ადამიანს. 1989 წელს დაუბრუნდა სახელი ხარაგაული.
ხარაგაულის მახლობლად ხელი მოეწერა ელაზნაურის შეთანხმებასა და გაიმართა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იმერეთის ყველაზე დიდი ბრძოლა სოლომონ II-ის ჯარებსა და რუსეთის იმპერიის ჯარებს შორის ჩხერის ციხის მახლობლად.
ხარაგაულში მოქმედებდა ყველ-კარაქის, ღვინისა და ხილ-კენკრული ღვინის ქარხნები. დაბაში არის კულტურისა და დასვენების პარკი, საჯარო სკოლა,[6] 2 საბავშვო ბაღი, მოსწავლეთა სახლი, საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლა, პოლიციის განყოფილება, ავტოსატრანსპორტო საწარმო, არქივი, კინოთეატრი. ხარაგაულში გადის რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი და არის რკინიგზის სადგური.
ხარაგაულში არის საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა“, რომელიც დაარსდა 1983 წელს. 2010 წლიდან ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რაც გუნდისთვის თავისი ისტორიის მანძილზე საუკეთესო შედეგია. „ჩხერიმელას“ საშინაო არენაა ხარაგაულის საფეხბურთო მოედანი.
ხარაგაულში მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლი კახორი. დაბაში მდებარეობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1978 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.