ხევსურეთის არაგვი
მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ხევსურეთის არაგვი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2635 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 24 კილომეტრი. აუზის ფართობი 305 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზფხულ-ზაფხულში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარჯვნიდან — ბლოსწყალი, როშკისწყალი; მარცხნიდან — გუდანისჭალა, ლიქოკისხევი. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 7,9 მ³/წმ.
სწრაფი ფაქტები ხევსურეთის არაგვი, ქვეყანა ...
ხევსურეთის არაგვი | |
---|---|
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
მარჯვენა შენაკადები |
ბლოსწყალი როშკისწყალი |
მარცხენა შენაკადები |
გუდანისჭალა ლიქოკისხევი |
სათავე |
ხევსურეთის ქედი 42°35′31″ ჩ. გ. 44°59′26″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2635 მ |
შესართავი |
ფშავის არაგვი 42°25′33″ ჩ. გ. 44°56′34″ ა. გ. |
სიგრძე | 24 კმ |
აუზის ფართობი | 305 კმ² |
მდინარის სისტემა | ფშავის არაგვი → არაგვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7,9 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ხევსურეთის არაგვი ვიკისაწყობში |
დახურვა