ჯონ მეიჰიუ იყო ჯგუფ ჯენესისის რიგით მესამე დრამერი, რომელიც მოვიდა კოლექტივში ჯონ სილვერის წასვლის შემდეგ. იგი უკრავს ალბომზე Trespass. 1970 წელს მაც ჩაენაცვლა ფილ კოლინზი.

წლების განმავლობაში მისი ბედი, ჯგუფიდან წასვლის შემდეგ უცნობი იყო. ცნობილი იყო, რომ მის ანგარიშზე ირიცხება ჰონორარი ალბომის Trespass გაყიდვიდან, მაგრამ იგი არავის უნახავს. 1979 წელს ცნობილი გახდა, რომ მეიჰიუ საცხოვრებლად გადავიდა ავსტრალიაში, სადაც იგი ხუროდ მუშაობდა. 1989 წელს იგი დაბრუნდა ინგლისში, რათა ავადმყოფი დედა ენახა. 2006 წელს იგი დაესწრო ჯენესისის მოყვარულების კრებას, სადაც ენტონი ფილიპსი და სტივ ჰეკეტიც იმყოფებოდნენ. ამ კრებაზე მან დაუკრა დასარტყმელ საკრავებზე, სიმღერაში The Knife.

2009 წლის 26 მარტს მეიჰიუ, 61 წლის ასაკში, გარდაიცვალა ახალ ზელანდიაში.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.