ჰაროლდ მაკმილანი (ინგლ. Harold Macmillan; დ. 10 თებერვალი, 1894, ლონდონი — გ. 29 დეკემბერი, 1986) — დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე. განათლება მიიღო იტონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა 1924 წელს, როდესაც კონსერვატიული პარტიიდან თემთა პალატაში აირჩიეს. სხვადასხვა თანამდებობა ეკავა უინსტონ ჩერჩილის კაბინეტში 1940–1945 წლებში. 1951 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში კონსერვატორთა დაბრუნების შემდეგ იყო საყოფაცხოვრებო მშენებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (1951–1954), თავდაცვის (1954–1955), საგარეო საქმეთა (1955) და ფინანსთა (1955–1957) მინისტრი. ეგვიპტეში ინგლის-საფრანგეთ-ისრაელის აგრესიის წარუმატებლობისა და ე. იდენის გადადგომის შემდეგ – პრემიერ-მინისტრი (1957–1963). 1964 წელს, ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. სათავეში ჩაუდგა მსხვილ საგამომცემლო ფირმას.

Thumb
ჰაროლდ მაკმილანი

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.