არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში From Wikipedia, the free encyclopedia
ჰებრიდის კუნძულები, ჰებრიდი (ინგლ. Hebrides, ირლ. Innse Gall) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, შოტლანდიის დასავლეთ ნაპირებთან. ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს. აერთიანებს 500-მდე კუნძულს, აქედან 100 — დასახლებულია. არქიპელაგის საერთო ფართობი 7200 კმ²-ია. განასხვავებენ შიგა და გარე ჰებრიდის კუნძულებს, რომლების ერთმანეთისაგან გამოყოფილია ნორთ-მინჩისა და ლიტლ-მინჩის სრუტეებით და ჰებრიდის ზღვით. შიგა ჰებრიდის კუნძულებზე ძლიერ დანაწევრებული ბორცვიანი და დაბალმთიანი რელიეფია (სიმაღლე 200–600 მ). აგებულია კაინოზოური ეფუზივებით. ლავურ პლატოებზე აღმართულია კონუსური მწვერვალები, რომელთა სიმაღლე 1009 მ-დეა. გარე ჰებრიდის კუნძულებზე ცოკოლიანი დაბლობიებია (სიმაღლე 100–150 მ), რომლებიც აგებულია არქეული გნაისებით. არქიპელაგზე გვხვდება მთის მასივები, რომელთა სიმაღლე 799 მეტრს აღწევს. პლეისტოცენური გამყინვარების ნიშნები. ჰავა ნოტიო ზღვისაა. ივლისის საშუალო ტემპერატურა 12–14 °C-ია, იანვრის — 4 – 6 °C. ნალექები 1000–2000 მმ წელიწადში. კუნძულებზე არის მდელოები, ტორფნარი, იშვიათად არყის ხის რაყები. ჰებრიდზე განვითარებულია თევზჭერა, მეცხოველეობა, შალის ქსოვილების (ტვიდის) წარმოება.
მშობ. სახელი: ინგლ. Hebrides, ირლ. Innse Gall | |
---|---|
შიდა და გარე ჰებრიდის კუნძულები | |
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 57°00′00″ ჩ. გ. 7°00′00″ დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | დაახლოებით 500 |
მთავარი კუნძული | ლევის ენდ ჰარისი |
ფართობი | 7200 კმ² |
შოტლანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 44 759 (2001) |
სიმჭიდროვე | 6,217 /კმ² |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.