ჰენრი ჰუდსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრი ჰუდსონი (ინგლ. Henry Hudson; დ. 1570 — გ. 1611?) — ინგლისელი ზღვაოსანი და მკვლევარი. მისი დაბადების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია, მაგრამ ზოგიერთი მოსაზრებით ის ლონდონში უნდა დაბადებულიყო 12 სექტემბერს. ასევე ვარაუდობენ, რომ ის 1611 წელს დაიღუპა ამჟამინდელ ჰუდსონის ყურეში კანადაში, ხომალდზე მომხდარი ამბოხის გამო. ზოგიერთ წყაროში, გვარის მოძველებული ტრანსლიტერაციით, ის ასევე ცნობილია, როგორც ჰენრი ჰადსონი.